მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
30 აპრილი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის VI კლასის მოსწავლე მათემატიკის კონკურსზე რჩეულ ოცეულში მოხვდა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლას მრავალი ნიჭიერი და გამორჩეული მოსწავლე ჰყავს. თითოელი მათგანი მრავალმხრივ ნიჭიერი და წარმატებულია.  ისინი ხშირად მონაწილეობენ საქალაქო ტურებში და არაერთხელ მოუპოვებიათ გამარჯვება.

ერთ-ერთი მათგანი თეკლა კვანჭიანია. გოგონაში ჰარმონიულადაა შერწყმული მთიელის მტკიცე ბუნება და საოცარი სინატიფე. ის დიდი მონდომებით და სერიოზულობით ეკიდება სასწავლო პროცესს და ამჯერად, მათემატიკის კონკურსზე, ღირსეულ და უნიჭიერეს პრეტენდენტებთან ერთად გადავიდა ნახევარფინალში - 100 მოსწავლიდან რჩეულ ოცეულში მოხვდა.

თეკლას პედაგოგები - ლალი მელივა, ირმა წითაძე და ეკა ლომინაძე დიდი სიამაყით აღნიშნავენ გოგონას წარმატებას და უსურვებენ მრავალი მწვერვალის დაპყრობას, რომელც მომავალშიც განაცდევინებს უდიდესი სიამაყის გრძნობას.