მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
25 დეკემბერი 2022 წელი

ქართველი ბავშვების ნახატების გამოფენა, თემაზე „მშვიდობიანი მომავლისთვის“

25 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს, უკრაინის საელჩოსა და  NStudia-ს ერთობლივი ორგანიზებით, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მოეწყო უკრაინელი და ქართველი ბავშვების ნახატების გამოფენა, თემაზე „მშვიდობიანი მომავლისთვის“.

მოსწავლეთა მონაწილეობით შედგა კონცერტი; შესრულდა საგალობლები, ხალხური სიმღერები.
ღონისძიება მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი
ილია II-ის ინტრონიზაციის 45 წლის საიუბილეო თარიღს.

ღონისძიებაზე გამოფენილ ნახატებს შორის, უკრაინელ მოსწავლეს სურვილი გაუჩნდა ფულადი ანაზღაურებით შეეძინა ჩვენი სკოლის მე- 7 კლასის მოსწავლის ნინო ქარელიძის მიერ ტილოზე შესრულებული ნამუშევარი. ავტორმა ეს ნახატი უსასყიდლოდ გადასცა უკრაინელ თანატოლს.

გამოფენამ დამთვარიელებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
დასასრულს გამოფენისა და კონცერტის მონაწილეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.