მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
01 თებერვალი 2023 წელი

"ეკო რჩევების წიგნი"-ს გუნდის წევრები სტუმრად წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში

ეკო ცნობიერების ამაღლების მიზნით "ეკო რჩევების წიგნი"-ს გუნდის წევრებმა დღეს წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში ჩაატარეს ეკო წიგნის პრეზენტაცია.

შეხვედრას VIII-XI კლასელები ესწრებოდნენ, რომლებთან ერთად ეკო გუნდის წევრებმა გაზომეს ჰაერისა და ხმაურის ხარისხიც. აქტივობის ბოლოს ტესტირების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები და ეკო წიგნები. წიგნები საჩუქრად გადმოეცა წმინდა ნინოს სახელობის სკოლის ბიბლიოთეკასაც.