მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
27 თებერვალი 2023 წელი

დაიწყო პირველკლასელთა რეგისტრაცია 2023-2024 სასწავლო წლისათვის

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში დაიწყო პირველკლასელთა რეგისტრაცია.

მიღება (რაოდენობა) ვაკანტურ ადგილზეა გამოცხადებული.
დედაქალაქის მასშტაბით კონკურენცია დიდია, შესაბამისად სკოლების არჩევანიც.

ძვირფასო მშობლებო! ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ თუ ვის ანდობთ თქვენი შვილის მომვალს, სულ 2 წუთი დაგვითმეთ და ბოლომდე ჩაიკითხეთ ჩვენი სკოლის უპირატესობის შესახებ.

პირველი და მთავარი: სკოლა მიმართულია ჰუმანიტარულ პედაგოგიკის კურსისკენ, რაც გულისხმობს ჯანსაღ ადამიანურ ურთიერთობებზე დაფუძნებულ სწავლებას - სიყვარულის, მიტევების, თანაგრძნობის, გაზიარების, თავმდაბლობის გამოჩენით. ჩვენთან პრიორიტეტულია მოზარდებში განსაკუთრებული ნიჭისა და უნარების წარმოჩენა, რათა დასაბამიდანვე საფუძველი ჩაეყაროს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების სწორ კალაპოტში წარმართვას.

სკოლის მიზანია, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით აღზარდოს განათლებული, წარმატებული და კონკურენტუნარიანი ახალგაზრდობა. სწავლების ძირითადი მიმართულებებია კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება და ჰუმანური და ლიბერალური ღირებულებების, მაღალი სამოქალაქო შეგნების ჩამოყალიბება.
სკოლას ჰყავს:


• მაღალკვალიფიციურ პედაგოგთა მოტივირებული გუნდი;
• გაძლიერებული საგანმანათლებლო პროგრამები;
• მცირერიცხოვანი კლასები – კლასში მხოლოდ 16 ბავშვი ( საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი მუშაობს ბავშვთან ინდივიდუალურად)
• სხვადასხვა გასართობი, შემეცნებითი, ხელოვნებისა და სპორტის წრე: ჭადრაკის, ცეკვის, მუსიკის, ხატვის.
• პირველკალასელებისთვის (საუზე,სადილი) ფუნქციონირებს გახანგრძლივებული სწავლების სექტორი;
• სკოლაში მთელი წლის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა ღონისძიება, ზეიმი, გამოფენა. მოსწავლეები ხვდებიან და ეცნობიან ჩვენი საზოგადოების გამოჩენილ ადამიანებს.
• მოსწავლეები ჩართულნი არიან კლასგარეშე აქტივობებშიც: ექსკურსიები, სპორტული შეჯიბრებები, მსვლელობები თეატრებსა და მუზეუმებში, კინოჩვენბები, კულტურული საღამოები.

ჩვენს სკოლაში უზრუნველყოფილია ყოველდღიური კომუნიკაცია მშობლებთან: მშობელს შეუძლია მიიღოს სრული ინფორმაცია თავისი შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ, ბავშვის აღზრდაში ჩართულები არიან: ექიმი და ფსიქოლოგი.
სასწავლო დაწესებულებას ჰყავს თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი დაცვის სამსახური, რომელიც ზრუნავს ბავშვების უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე.

სკოლის მოსწავლეებს ემსახურებათ უსაფრთხო ტრანსპორტი, რომელსაც მართავენ გამოცდილი მძღოლები.
სკოლაში სწავლის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
• განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
• ორი ფოტოსურათი 3X4-ზე, ფოტოსურათი CD დისკზე;
• დაბადების მოწმობის ასლი დამოწმებული ნოტარიულად;
• მშობელთა პირადობის მოწმობების ასლები;
• ჯანმრთელობის ცნობა;
• არასრულწლოვანთა რეგისტრაციის ბარათი საჯარო რეესტრიდან;
• ხელშეკრულება.

დაინტერესებულ მშობლებს სააპლიკაციო ფორმის შევსება შეუძლიათ მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/1oAJHHRx4VcP7SU8A

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 551 16 22 11; 577 415 789; 551 72 12 52.

I კლასში მიიღებიან ბავშვები, რომლებსაც 2023 წლის 1 ოქტომბრამდე უსრულდებათ 6 წელი.

მისამართი: სოფ. დიღომი, აღმაშენებლის ქუჩა N52.
ვებ-გვერდი: www.stnino-school.ge
ელ-ფოსტა: st.ninoschool@gmail.com