მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
24 თებერვალი 2023 წელი

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი წმინდა ნინოს სახელობის სკოლის პირველკლასელ მოსწავლეებთან

ამბობენ, პედაგოგიკა ერთგვარი ხელოვნებააო. სწორედ ეს ფრაზა გამახსენდა, როცა ჩემი კოლეგის, ლეიკო თვალაბეიშვილის გაკვეთილს ვესტუმრე.

ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ გაკვეთილი პირველკლასელებთან ჰქონდა.
სრულიად გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ წარმოუდგენელი ემოცია და ცოდნა მივიღე, როგორც მასწავლებელმა.
ბავშვი ამოუცნობი ფენომენია. კამკამა, სპეტაკი სული, რომელსაც სათუთად მოპყრობა და გაფრხილება უნდა.
ისინი ჩვენი ცხოვრების ანგელოზები არიან. ეს მინიშნება იდეალურად გამოიხატებოდა მასწავლებლის დამოკიდებულებაში. პედაგოგის ამგვარი მიდგომით კი მოსწავლეებისგან სიყვარულის უკუკავშირის კორიანტელი იდგა...
   
მშობლიური ენის საფუძლიან ცოდნას, მის დაფასებას და ცხოვრებაში გამოყენებას სწორედ საკლასო ოთახიდან, დაწყებითი საფეხურიდან ეყრება საფუძველი... დღევანდელ დღეს -
,,ჩემთვის დიდებული სხივი გამობრწყინდა“ !
 
ლეიკო მასი ზუსტად იცავდა მასწავლებლის, როგორც ,,მთავარი რეჟისორის’’ სამოქმედო ასპექტებს - მოწონება, წახალისება, შექება - ყველა სამოტივატორო ბერკეტი ჩართული იყო, იმისთვის, რომ მათ მიერ მიღებული ცოდნა, დაგროვილი ინფორმაცია, შესაბამისად გამოეტანათ სამზეოზე...
 
გუნდებად დაყოფილი კლასი ზუსტად ახერხებდა წევრი თანაგუნდელების ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრას და გამარჯვების მოსაპოვებლად, კონკრეტულ საკითხში სწორად მოაზროვნე თანაგუნდელს უთმობდნენ ასპარეზსს...
ინდივიდუალურ სამუშაობშიც ზუსტად ავლენდნენ ასაკისთვის დამახასითებელ სისხარტეს და ცოტაოდენ მოუთმელობასაც  
 
იყო ოდნავი ხმაური, რაც ამ ასაკის ბავშვებში ყველაზე დიდ პრობლემად რჩება...
 
ანდაზების არსს, ისე ოსტატურად განმარტავდნენ და გადმოსცემდნენ, რომ მსგავსი პასუხის ამგვარი ფორმულირებით წარმოთქმა მეც გამიჭირდებოდა...
 
არ ვაჭარბებ, პირიქით, მათი აზროვნების, ანალიზის, შეფასების ისეთი საკრალური და ორიგინალური ვერსიები მოვისმინე რომ არა პედაგოგის პროფესიონალიზმი და სათუთი მიდგომა, ამ შედეგს ვერაფრით მიაღწევდნენ...

ჯერ ყველაფერი წინ არის, მაგრამ 5 მთავარი და ძირითადი მიზანი, რაც გულისხმობს კითხვის წარმატებით დაუფლებას ეს, ამ კლასში, ამ მასწავლებელმა, იდეალურად შეძლო:

  • სიტყვაში სხვადასხვა ბგერის ამოცნობისა და მისი გამოყენების უნარი;
  • ასოსა და ბგერის დაკავშირების უნარი;
  • სიტყვათა კონტექსტის გაგების უნარი;
  • ბრძნული გამონათქვამების შინაარსის გაგება და ცხოვრებისეულ მოვლენებთან მათი კავშირი;
  • სრულყოფილი კითხვა.

ამგვარი შედეგი კი სკოლის აღმასრულებელი დირექტორი ლალი მელივასა და ადმინისტრაციის მიერ სწორად შერჩეული კადრების დამსახურებაა.


დღევანდელ სამყაროში უმნიშვნელოვანესია, ვის ანდობ შენი შვილის ყოველდღიური განვითარების, ცოდნის, უსაფრთხო გარემოში ყოფნის გარდაუვალ აუცილებლობას.


საქართველოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა კი მომავალი თაობის სანიმუშო აღზრდის უზრუნველმყოფელია