მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
11 ივნისი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლის მოსწავლე დემეტრე ნებიერიძე მათემატიკის ოლიმპიადის "ევერესტი" ფინალისტია

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მრავალი ნიჭიერი მოსწავლეა. მიუხედავად ასაკისა, ისინი არ იშურებენ ძალისხმევას და ცდილობენ, კონკურსებსა და ოლიმპიადებზე - სხვადასხვა საგნებში, საკუთარი ცოდნის გამოვლენას.

ამჯერად, ყველაზე დიდი მათემატიკის კონკურსის ევერესტის ფინალისტს, მე-4 კლასელ დემეტრე ნებიერიძეს წარმოგიდგენთ, რომელმაც ღირსეულად გაართვა თავი ურთულეს ეტაპებს. ასახელა სკოლა და მათემატიკის პედაგოგი ირმა წითაძე.

ვულოცავთ პატარა ნიჭიერს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ უდიდესი მწვერვალების დაპყრობას ცხოვრების ყველა ეტაპზე.