მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
01 ივნისი 2023 წელი

თეკლა კვანჭიანი ტელესკოლის მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ადგილის ფლობელია

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა დიდი სიამაყით და სიხარულით ულოცავს მე-6ბ კალსის მოსწავლე - თეკლა კვანჭიანს ტელესკოლის მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადაზე ბრწყინვალე გამარჯვებას.  საზეიმო დაჯილდოება გაიმართა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, სადაც რჩეულ სამეულს გადასცეს გამარჯვების მედლები და სამახსოვრო საჩუქრები.

მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადა წელს მეორედ ჩატარდა. ამ ორი წლის განმავლობაში მონაწილეობა
7 000-მდე მოსწავლემ მიიღო. წელსაც და შარშანაც ოლიმპიადა ციფრულ სივრცეში 1TVplay-ზე მიმდინარეობდა.

სკოლის ადმინისტრაცია ამ გამარჯვებას ულოცავს თეკლას მათემატიკის მასწავლებელს ირმა წითაძეს. სამომავლოდ უსურვებს მრავალი წარმატებული მოსწავლის აღზრდას.