მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
03 ივნისი 2023 წელი

VIII, IX, X კლასის მოსწავლეების პროექტი ქიმიაში

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლას. პედაგოგი ელენე მელიქიძე უკვე მრავალი წელია ასწავლის ქიმიას და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არაერთი წარმატებული მოსწავლე აღუზრდია. მიმდინარე წლის დასასრულს პედაგოგმა კიდევ ერთ ექსპერიმენტულ კოლაბორაციაში ჩააბა VIII - IX და X კლასის მოსწავლეები.
გაკვეთილის მიზანი იყო წლის მანძილზე მიღებული თეორიული ცოდნის ქიმიური ცდებით პრეზენტირება. გაკვეთილი საინტერესო და სანახაობრივად ესთეტიური გამოვიდა. ელემენტები დააჯგუფეს ,,გეოგრაფიულ", ,,ასტრონომიულ",  ,,საქმიან", ,,სეხნიურ', ,,ჯერად", ელემენტებად. აღწერეს მათი აღმოჩენის, სახელების დარქმევის სახალისო ისტორიები. გაკვეთილი დასრულდა ,,უსინათლოდ კოცონის" ამოფრქვევით.

დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ ქიმიის პედაგოგმა და საჩვენებელ გაკვეთილში ჩართულმა მოსწავლეებმა გამოავლინეს შესაბამისი და კომპეტენტური ცოდნა ქიმიურ ნივთიერებებთან ურთიერთობებისას, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მნიშვნელოვნად გასათვსლისწინებელია.

მადლობას ვუხდით სკოლის ხელოვნების პედაგოგს, მარიამ დავითიძეს თემატურად და კომპოზიციურად საინტერესო ფოტოების შექმნისთვის.