საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ქართული ენის და ლიტერატურის გაკვეთელები შემოქმედებითი კუთხით, მრავალმხრივ და საინტერესოდ მიმდინარეობს. მსოფლიო კლასიკოსების შესწავლისას, ლეილა თვალაბეიშვილი გამოირჩევა ორიგინალური მიდგომებით. მასწავლებელმა მოსწავლეებს
გალაკტიონ ტაბიძის სასიყვარულო ბარათები დაამზადებინა. მე-7ა კლასის მოსწავლეებმა: ნინი ქარელიძემ, კესო თორდიამ, ილია წიკლაურმა, სალომე გულისაშვილმა, გიორგი ჩხიკვაძემ, ელისაბედ ჩხაიძემ, მარიამ მეტრეველმა, ვატო ქერაშვილმა, გიორგი ანთიძემ, გიორგი ტალახაძემ, ანასტასია დარსაველიძემ, დიდი ინტერესით და ემოციით წაიკითხეს
გალაკტიონისა და ოლიას სასიყვარულო წერილები...
,,ამის შემდეგ ჩემს საოცარ ბავშვებს ვთხოვე, განმარტოებულიყვნენ და დაეწერათ სასიყვარულო წერილი ისე, თითქოს გალკი სწერდა ოლიას, ან ოლია გალკს... "
გვიყვება ლეიკო მასწავლებელი და სიამაყით წარადგენს მოსწავლეების მიერ დიდი ენთუზიაზმით და პროფესიონალურად, დაძველების ეფექტით დამზადებულ სასიყვარულო ბარათებს.