მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
08 ივნისი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლის IX, X, XI კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა"

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ მონაწილეობის მისაღებად 85 საჯარო და კერძო სკოლის 510 მოსწავლე დარეგისტრირდა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო VIII-XII კლასის მოსწავლეებმა. თითოეულმა სკოლამ წარმოდგინა ერთი გუნდი, რომელშიც 5 ძირითადი და ერთი სათადარიგო წევრი იყო.

ვიქტორინის ნახევარფინალური და ფინალური ეტაპები „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით 2023 წლის აპრილსა და მაისში ჩატარდა. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ და სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდნენ, მათ შორის ჩვენი სკოლის გუნდიც: მარიამ კაცაძე, ნინო პატარაია, თორნიკე კუტუბიძე, ნიკა ლელუაშვილი, საბა კირკიტაძე. სათადარიგო მონაწილე სალომე ზიბზიბაძე. გუნდი წარსდგა პედაგოგ გუგა ბენდელიანის ხელმძღვანელობით.

საგანმანათლებლო პროექტს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა.

პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.