მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
02 ივნისი 2023 წელი

ლეგენდარული ლეო ანთაძე სტუმრად წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში

ლეგენდარული ლეო ანთაძე სკოლის დირექტორის, ქალბატონ ლალი მელივას ინიციატივით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლას ეწვია. მსახიობმა წაიკითხა ამონარიდები უკვდავი პოეტური შედევრებიდან და სცენაზე გააცოცხლა ლიტერატურული გმირები...
გარდასახვის ხელოვნებით და სამსახიობო ოსტატობით მონუსხული მოზარდი თაობა მქუხარე აპლოდისმენტებს არ იშურებდა ...
"სხვა საქართველო სად არის ?!"
ამ ტაეპით დაასრულმა დიდმა არტისტმა შოუ და თვალზე ცრემლმომდგარი, გულაჩუყებული დარბაზი შეულეველი ემოციით შეჰყურებდა 90 წლის, მართლაც გენიალურ ადამიანს, ჩვენი ქვეყნის სიამაყესა და სინდისს.