მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
05 ივნისი 2023 წელი

გარემოს დაცვის დღე წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლას. საგანი “ჩვენი გარემოს“ შესწავლაში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის ეკოლოგიის საკითხებს. მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ერთვებიან სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტივობებში, კერძოდ, ჩართულები იყვნენ გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში და აქტიური მონაწილეობისათვის გადაეცათ სიგელები. მოსწავლეებმა სხვადასხვა საგნების პედაგოგთა ჩართულობით და უშუალო მითითებით: მზია თათარაშვილი, ნათია ხუჭუა, თეონა ბაიაშვილი, მარი დავითიძე, მარი მჟავია, კლარა ღურწკაია შექმნეს სხვადასხვა პროდუქტი და ჩაატარეს აქტივობები.

მოაწყვეს გამოფენა: პლაკატების, ბუკლეტების, კომიქსების, მაკეტებისა და ხელნაკეთი ნივთების. ასევე შექმნეს   ,,მოლაპარაკე მაისურები საკუთარი სლოგანით“ და დარგეს ხე. ეს აქტივობა ინტეგრირებული გაკვეთილების გაერთიანების მოდელია, რომელიც აერთიანებს სამ საგანს: ბუნება, ინგლისური და სახვითი ხელოვნება. მსგავსი აქტივობა და მათ მიერ შექმნილი პროდუქტები მოზარდებს ეხმარება რეალური ეკოლოგიური პრობლემების გააზრებასა და მათი დაძლევის სხვდასხვა ხერხების შემუშავებაში.