მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
14 სექტემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში გაიმართა პირველკლასელთა საზეიმო მიღება

სამზადისმა და შეხვედრამ დიდი ოვაცებით, მხიარულად და ურთიერთგაცნობით ჩაიარა.

სკოლის დირექტორმა ლალი მელივამ, პირველკლასელებს და მათ მშობლებს კლასის დამრიგებლები წარუდგინა: ეკა ბიბილური და ნინო გაგოევი.
ასევე გააცნო საგნის პედაგოგები.
გაცნობის პირველი ეტაპი სახალისო იყო.
ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს და სხვადასხვა აქტივობებით გამოხატეს საკუთარი შესაძლებლობები.
მოსწავლეებს საკლასო ოთახში დახვდათ წიგნები, მაისურები და სხვადასხვა ტიპის საჩუქრები.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დადგომას. გისურვებთ წარმატებებს და საინტერესო, თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრებას