მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
13 სექტემბერი 2023 წელი

საქართველოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებულური სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები საქმიან გარემოში შეხვდნენ ააიპ "საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებსა და პედაგოგებს.

მოგეხსენებათ, რომ განათლების რეფორმა გრძელდება, მასწავლებლებიც სრულ მზაობაში იმყოფებიან გაეცნონ და პრაქტიკაში დანერგონ თანამედროვე სწავლებათან დაკავშირებული ნებისმიერი სიახლე/ნოვაცია.

აზრთა გაცვლა და პრაქტიკული გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნის გაზიარება უმნიშვნელოვანესი ეტაპია მოსწავლეებისთვის თანამედროვე აზროვნებასთან შესაბამისობაში, შემუშავებული კომპლექსური დავალების საკითხების შესარჩევად.

შესასრულებელი დავალებების საინტერესოდ წარმართვა , უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა შედეგი იყოს მიზანზე ორიენტირებული - მივიღოთ  კონკრეტული პროდუქტი, სამიზნე ცნებებთან შესაბამისი.

სკოლის დირექტორის, ლალი მელივას უშუალო ინიციატივით დამეგობრებული სკოლის კოლეგებმა, საქმიან გარემოში, პრეზენტაციების სახით გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება სხვადასხვა დისციპლინაში კურუკულუმების მომზადების მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდა საჭირო ტერმინების გამოყენების აუცილებლობაზე, კომპლექსური დავალებების განხორციელების თანამიმდევრობასა და მნიშვნელოვან ეტაპებზე.

ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახ.სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა - (ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ბიოლოგია, ინგლისური ენა) დიდი პროფესიონალიზმით წარმოადგინეს და განმარტეს თითოეულ საგნანში (სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე) მიღებული გამოცდილება.

მომავალი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივით დავსახეთ სამოქმედო გეგმები, რომელიც განხორციელდება ონლაინ და პირადი შეხვედრების ფორმით.