მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
03 ოქტომბერი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ქართულის მასწავლებელმა, ლეიკო თვალაბეიშვილმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ლიტერატურული ტექსტის ორიგინალურად გააზრების ვერსია შესთავაზა

წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ქართულის მასწავლებელმა, ლეიკო თვალაბეიშვილმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ლიტერატურული ტექსტის ორიგინალურად გააზრების ვერსია შესთავაზა.
ბავშვებმა დიდი ჟრიამულით მოირგეს პინოქიოს აქსესუარები, რომელიც მასწავლებელმა შექმნა და ყველა ასაკის ადამიანისთვის დაუვიწყარი ლიტერატურული გმირის როლიც ინდივიდუალურად მოირგეს პატარა მსახიობებმა:
პედაგოგი დიდი აღფრთოვანებით და სიყვარულით გვიყვება ამ პერფომანსის დეტალებზე:
   
,,კარლო კოლოდი
,,პინიქიოს თავგადასავალი "
ხის თოჯინას ამბავი.
მთელი ბავშვობა ცხვირის დაგრძელება და ფეხების დამოკლება იყო ნიშანი იმისა, რომ ტყუილი არ უნდა გვეთქვა. თუმცა ყველას მოგვირგია პინოქიოს ცხვირი. ბუნებრივია, თანდათან იმასაც ვისწავლით, რომ ,, სიმართლე მზეზე ნათელია" როგორი მწარეც არ უნდა იყოს მოსასმენად სიმართლე უნდა ვაღიაროთ. ,, არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდება" .
ბავშვებს ვესაუბრე, რომ პინიქიო იტალიელი მწერლის კარლო კოლოდის კალამს ეკუთვნის, ბურატინო კი - ტოლსტოის.
ჩემს პატარებს ხის თოჯინა პლასტელინისგან შევუქმენი .
რადგან ჩვენს სახელმძღვანელოში მოცემული იყო მხოლოდ ეს ეპიზოდი ,, პინოქიო ანბანს ყიდის, რომ თოჯინების თეატრის ბილეთი იყიდოს...გადავწყვიტე, ბავშვებისათვის მეჩვენებინა სრული ზღაპრი.

ამის შემდეგ დავიწყეთ კომპლექსური დავალებისთვის მზადება.
გავაცანი ბავშვებს კომპლექსური დავალების პირობა:
ვკითხე რა იცოდნენ ,, პერსონაჟის სკამის" შესახებ" ? ისხდნენ თუ არა როდესმე ,, პერსონაჟის სკამზე" და გულღიად გაუციათ თუ არა პასუხები დასმულ კითხვებზე...
პერსონაჟის რუკის დახმარებით დავახასიათეთ პინიქიო . გონებრივი იერიშის რუკით კი , სადაც ყველას პასუხი მისაღებია და პატივსაცემი , ვიმსჯელეთ პინოქიოს თვისებებზე.
როგორც ვიცით, სიმულაცია ანუ როლური თამაში არის თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც მოსწავლეთათვის განსაკუთრებით სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს.
როლური თამაში სწავლების აქტიური ფორმაა. ამ დროს მოსწავლეები არა მხოლოდ გონებრივად , არამედ ფიზიკურადაც აქტიურები არიან. მათ საშუალება აქვთ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულებები, ემოციები , რაც აადვილებს სწავლის პროცესს.
კარლო კოლოდის
,,პინოქიოს თავგადასავალი"
ეპიზოდი ,,პინოქიო ანბანს ყიდის"
როლური თამაშით მთავარი პერსონაჟის შინაგანი სამყარო წარმოაჩინეს მოსწავლეებმა.
ჩვენი კომპლექსური დავალების მომდევნო ნაბიჯი იყო:
,,პერსონაჟის სკამი."
ამისათვის მოვამზადეთ ფერადი ფურცლისგან პინოქიოს ქუდი და ცხვირი.
მოირგე კარლო კოლოდის ზღაპრის - ,,პინოქიოს თავგადასავალი "- მთავარი პერსონაჟის, ხის კაცუნა პინოქიოს, როლი.გამოდი კლასის წინაშე და გააცანი თავი მსმენელს, მიაწოდე მოკლე ინფორმაცია შენი,როგორც პერსინაჟი, ვინაობის, მისი წარსულისა და ახლანდელი ცხოვრების შესახებ. პერსონაჟის პირით უპასუხე თანაკლასელების შეკითხვებს.
მეტ-ნაკლებად ხალისით გავართვით თავი ამ გამოწვევას.
ქუდისა და ცხვირის დახმარებით უფრო ადვილად მოირგეს ბავშვებმა პერსონაჟის როლი."