მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
28 სექტემბერი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა დოკუმენტული ფილმის - "იარაღად ქცეული ისტორია" ჩვენება

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლამადიდებლურ სკოლაში
26 სექტემბერს დილის 11:00 საათიდან, სკოლის სააქტო დარბაზში, სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა კავკასიის სახლის მიერ წარმოდგენილი, ბესარიონ გაფრინდაშვილის დოკუმენტური ფილმი, ,,იარაღად ქცეული ისტორია / History Turned into a weapon". ფილმში, ისტორიულ ჭრილში, განხილულია გაყინული კონფლიქტის, რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის უმშვენიერესი კუთხის, აფხაზეთის ტრაგედია.

დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით გადაღებული 55 წუთიანი ფილმი მრავალმხრივ საინტერესო გამოდგა, როგორც უფროსი, ასევე მოზარდი თაობისთვის. ამ ისტორიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა საქართველოს უმშვენიერეს და ძირველ კუთხეში დატრიალებული კონფლიქტებისა და ადამიანური ტრაგედიების შესახებ.

მაყურებლებმა დიდი ინტერესით მოისმინა პოლიტოლოგების, ისტორიკოსების, სამხედრო ჩინოსნების, მწერლების მიერ შეფასებული ეპოქალური საკითხები,  საბჭოეთის მზაკვრული პოლიტიკა - საქართველოსთან მიმართებაში;  უძველესი ტარდიციები, რომელიც ცხადყოფს ქართველი და აფხაზი ხალხის მრავალსაუკუნოვან ძმურ თანაცხოვრებას.

ფილმის ჩვენება გულისხმობს გრძელვადიან სასკოლო პროექტს, რომელიც იწოდება შემდეგნაირად:   ,,გვახსოვს და გვიყვარს, რაც ჩვენი ნებით არ დაგვითმია“.

ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეებს, სკოლის დირექტორმა _ ლალი მელივამ და პედაგოგებმა : გუგა ბენდელიანმა, სოფი გორგილაძემ, ირინე კვანჭიანმა, კობა ბარბაქაძემ, გური ბაბილოძემ, მარინა ტოხიშვილმა და ელენე მელიქიძემ მოუთხრეს აფხაზეთის ომის ტრაგიკულ შედეგებზე და დასახეს მიზანი, რომ ეს პროექტი სამომავლოდ მიიღებს მაშსტაბურ სახეს, რომელიც მიმართულია მოზარდებში მშვიდობიანი ურთიერთობების , დიალოგის კულტურის, განსხვავებული აზრის მოსმენის და აფხაზ თანატოლებთან ,,საერთო ენის" გამოსაძებნად.