მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
03 ივლისი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგებმა საინტერესო ტრენინგი გაიარეს

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად და წარმატებით დასრულდა.

აკადემიური წლის ბოლოს, პედაგოგები, საქველმოქმედო ფონდის - "ლაზარე" ტრენინგში - "სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა" მონაწილეობის მისაღებად ბობოყვათში იმყოფებოდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ტრენინგის მიზანია პედაგოგებს გააცნოს სამშვიდობო განათლება - როგორ უნდა შეუწყონ ხელი მშვიდობის კულტურის ჩამოყალიბებას და როგორ შეიძლება მშვიდობა და მისი მშენებლობა იყოს გამჭოლი საკითხი და კომპეტენცია სასკოლო სივრცეში.

ბობოყვათში გატარებული დღეები როგორც პედაგოგი სოფი გორგილაძე აღნიშნავს შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო. მასწავლებლებმა ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს და საკუტარი შეხედულებების დაფიქსირების საშუალება მიეცათ.