საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა აქტიურად თანამშრომლობს #ეტალონთან.
საგანმანათლებლო მიმართულებით სკოლაში მიმდინარე პროცესებს, აქტივობებს და ღონისძიებებს, ასევე, სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების შესახებ ინფორმაციას მთელი წლის მანძილზე აქტიურად აშუქებდა.
ეტალონმა, სპეციალური სიგელით დააჯილდოვა ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიკო გორგილაძე ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
სკოლის დირექტორი ქ-ნი ლალი მელივა მადლობას უხდის სოფო გორგილაძეს, ყველა აქტივობის და ინფორმაციის დროულად და სათანადოდ გაშუქებისათვის, ასევე მადლობას უხდის ეტალონს სათანადო ყურადღებისა და თანამშრომლობისთვის.