მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
16 ნოემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ფრენბურთის შეჯიბრი გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესები მხოლოდ კვებითი რეჟიმით არ არის დაცული. სპორტის პედაგოგები, ბექა კვარაცხელია და ქეთი მიქელაძე სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, წელიწადში რამდენჯერმე მართავენ შიდასასკოლო ტურნირებს. ამჯერად, შეჯიბრი გაიმართა ფრენბურთში ასაკობრივი ჯგუფების ასპარეზობით.

პირველი ადილის მფლობელები, გამარჯვებულები გახდნენ მე-9 კლასის მოსწავლეები;
მეორე ადგილზე გავიდნენ მე-10 კლასელი მოასპარეზეები;
მესამე ადგილი კი მე-8 კლასელებმა მოიპოვეს.