მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
02 ნოემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა საყვარელი მწერლების შესახებ საინტერესო ნამუშევრები შექმნეს

თანამედროვე სამყაროში ინტერვიუ ყველაზე გავრცელებული და ინფორმაციის მიღების მარტივი საშუალებაა.
ინტერვიუ ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა. ამ მეთოდით, შესაძლებელია ნებისმიერი მოვლენის შესწავლა. არსებობს ინტერვიუს უამრავი სახეობა, რომელიც მე-8ა კლასის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა საყვარელი მწერლების ბავშვობის ეპიზოდების გასაცნობად.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლეილა თვალაბეიშვილმა სახელმძღვანელოში განთავსებული კითხვების დახმარებით  წარმოსახვითი ინტერვიუს  ექსპერიმენტი შეთავაზა მოსწავლეებს. ნინი ქარსელაძემ, სალომე გულისაშვილმა, ილია წიკლაურმა, კესო თორდიამ, ელისაბედ ჩხაიძემ, გიორგი ჩხიკვაძემ და მარიამ მეტრეველმა შესანიშნავად გაართვეს თავი ჟურრალისტის / ინტერვიუერის ამპლუას. მათ ორიგინალური და საინტერესო ვერსიები წარმოადგინეს, როგორც საგნის პედაგოგი აღნიშნავს:

,,შემოქმედებითი აზროვნება არის მოვლენათა ახლებურად ხედვის და პრობლემათა გადაჭრის ორიგინალური , მანამდე არარსებული გზის პოვნის უნარი. კრეატიული შაბლონური აზროვნების საპირისპირო ფორმაა. აუცილებელია, რომ სწავლების პროცესში ჩავრთოთ მოსწავლეების წარმოსახვა. განუვითაროთ ბავშვებს მოვლენათა და ფაქტების აღქმის სიღრმე და მრავალმხრივობა, როგორც კრიტიკული, ასევე შემოქმედებითი აზროვნება. მოსწავლე მაშინაა წარმატებული და მოქნილი აზროვნების მქონე, თუ მას შეუძლია ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის სხვაგვარ, განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენება. ამას უწოდებენ ტრანსფერს".