მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
03 ნოემბერი 2023 წელი

"ტვინების ბრძოლა" წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში

დაიწყო "ტვინების ბრძოლა" შემოდგომის  2023 ​სეზონის პირველი ეტაპი 19 ოქტომბერიდან 19 ნოემრამდე
“შიდა სასკოლო ჩემპიონატების” სერია. პროექტში ჩართულია კერძო და საჯარო სკოლები.
საორგანიზაციო ჯგუფთან შეთანხმებული ფორმატით, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლამ ლოკალურად ჩაატარა ტვინების ბრძოლის შიდა სასკოლო ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში.

შიდასასკოლო ჩემპიონატის ფარგლებში გამარჯვებული გუნდები გამოირჩეოდნენ აზროვნების სისხარტით და ლოგიკური მსჯელობით.
I ასაკობრივი გუნდები:
Vა #მოაზროვნეები - I ადგილი 
Vბ #გენიოსები - II ადგილი 
IVა #ვარსკვლავები - III ადგილი  

II ასაკობრივი გუნდები:
VIIIა #უნიკალურები - I ადგილი  
VIIIბ #პირველიმერცხალი - II ადგილი 
#გუნდი - III ადგილი  

III ასაკობრივი გუნდები:
X #გალაქტიკო - I ადგილი 
XI #ფავები - II ადგილი  
IX #ირმისნახტომი - III ადგილი  

გამარჯვებულ გუნდებს აჯილდოვებს ბრეინსის ადმინისტრაცია. ასევე, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცემათ სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება: ეს არის ჩემპიონატის მეორე ეტაპი, რომელიც იმართება
ქალაქის/მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

მეორეეტაპი
საქალაქო პირველობა 26 ნოემბერს 45 ქალაქში გაიმართება. ტვინიკოსთა შერკინება გამოავლენს ქალაქის ჩემპიონებსა და პრიზიორ გუნდებს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საუკეთესო 50%-ში მოხვედრილ გუნდებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, იასპარეზონ რეგიონულ ეტაპზე.

წარმატებები ნიჭიერ პრედენდენტებს.