მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
04 ნოემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ქვეყნის უნიკალური საგანძური დაათვალიერეს

წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები, პედაგოგებთან, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებთან: მარინე ტოხიშვილთან და ირინე კვანჭიანთან , ასევე ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან:  გუგა ბენდელიანთან და გური ბაბილოძესთან ერთად (კომპლექსური გაკვეთილის დაგეგმვის შემდეგ) ეწვივნენ თბილისის სახელმწიფო მუზეუმს.

მოსწავლეებს ისტორიული ექსპონატებსა და მათ უდიდეს მნიშვნელობაზე ესაუბრა ისტორიის პედაგოგი - გური ბაბილოძე, დაათვალიერეს ქვეყნის უნიკალური საგანძური და ვერ დამალეს აღფრთოვანება მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, მოილოცეს სიონის ტაძარი, ისეირნეს ძველი თბილისის ქუჩებში,შემდეგ კი კატეხიზმოს პედაგოგმა - გუგა ბენდელიანმა გაუწიათ ექსკურსიამძღოლობა და უამბოთ ამ დიდებული უბნის ტკივილიან თუ სიამაყის მომგვრელ ფაქტებზე. ასევე,ბავშვებმა , რომლებმაც სულ ახლახან ისწავლეს ჰაგიოგრაფიის უძველესი და ბრწყინვალე ტექსტები: ,,წმინდა შუშანიკის წამება" და  ,,აბო თბილელის წამება", მოილოცეს წმინდა აბოს ტაძარი, რაც , როგორც ცნობილია, სწორედ წმინდა აბოს ცხედრის დაწვის მიმდებარე ტერიტორიაზეა აგებული, შემდეგ კი ეწვივნენ მეტეხის უძველეს ეკლესიას და მიეახლნენ წმინდა შუშანიკის საფლავს. ახლახან ნასწავლი ჰაგიოგრაფიული ძეგლები და მათი როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთხელ გადააფასეს და აღფრთოვანება ვერ დამალეს წმინდა ნინოს სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა.