მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
15 ნოემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა „აბო თბილელის წამების“ შესწავლისას მემუარული ტექსტი შექმნეს

აბო თბილელის წამება („წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტესისა ჰაბოჲსი“) — ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელიც გაქრისტიანებული არაბი აბოს მოწამეობრივ აღსასრულზეა საინტერესო და შემოქმედებითი ნარატივით წარმოადგინეს X კლასის მოსწავლეებმა. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ირინე კვანჭიანის მითითებით
შექმნეს მემუარული ტექსტი, რაც ძალიან საინტერესო და კრეატიული აღმოჩნდა მოსწავლეთა შემოქმედებითი მიდგომის თვალსაზრისით. კომპლექსური დავალება, პერსონაჟის უბის წიგნაკი, როგორც შინაარსობლივი, ასევე ესთეტიური კუთხით.   უბის წიგნაკი დროსთან შესაბამისი დაძველებით, სხვადასხვა ინტერპრეტაციით წარმოადგინეს სკოლის მოსწავლეებმა.
პრეზენტაციაზე მკაფიოდ გამოიკვეთა ტექსტის ცოდნისა და გააზრების ხარისხი, კრიტიკული აზროვნება, პირადი მოსაზრებები, მსჯელობის კულტურა, ყველა ის ნიუანსი, რაც სწავლა-სწავლების პროცესში მკაფიოდ წარმოაჩენს მასწავლებლისა და მოსწავლის კოლაბორაციულ, შედეგზე ორიენტირებულ, ხარისხისნად დასრულებულ სამუშაოს.