წმინდა ნინოს სახელობის სკოლის მე-5 კლასელებმა წარმოადგინეს მინი სპექტაკლი ,,მასლენიცა". ღონისძიება წარიმართა მხიარულ, გარემოში, მუსიკალური აკომპანიმენტებით. კულინარიული ,,შედევრებით" გამშვენიერებული აღმოსავლეთ სლავური რელიგიური და ხალხური დღესასწაული ზამთრის დასასრულსა და გაზაფხულის დაწყებას უკავშირდება. ეს ტრადიცია მოსწავლეებმა ჟივილ-ხივილით, კოსტუმირებული სანახაობით გააცოცხლეს.
ღონისძიების ორგანიზატორმა ემილია ჭუჭულაშვილმა შესაძლებელი გახადა ეს აქტივობა დასამახსოვრებელი ყოფილიყო თითოელი მოსწავლისათვის. სკოლის ტრადიციებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის შესწავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რათა საინფორმაციო ეპოქაში უფრო მარტივი გახდეს, მოსწავლეთა მიერ, მიღებული ინფორმაციის გააზრებისა და დახარისხების უნარი.