მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
09 აპრილი 2024 წელი

„ერთი მუჭა მიწა“ - შთამბეჭდავი ლიტერატურული სპექტაკლი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, პროექტის - "რაც ჩვენი ნებით არ დაგვითმიაა - გვახსოვდეს აფხაზეთი" ფარგლებში, გაიმართა ლიტერატურული სპექტაკლი - "ერთი მუჭა მიწა".

მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლისსააქტო დარბაზში, ჩატარდა სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღეატრალიზებული წარმოდგენა.

ქვეყნის მომავალი თაობის მიერ ჩატარებული აქტივობა ახალგაზრდებსა და მოზარდებში წარმოშობს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, სამომავლო ინტერაქციის თვალსაზრისით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანატოლებთან. სწორედ ამ დიად მიზანს ემსახურებოდა, რომელიც შთამბეჭდავად წარიმართა და გულგრილი არავინ დატოვა.

სამშვიდობო ინიციატივებისა და კოლაბორაციების გასაძლიერებლად, სკოლის ადმინისტრაციამ ითანამშრომლა დევნილი რეგიონების სასკოლო თემთან, რომელებიც ლიმიტირებული მუსიკალური ნომრებით ჩაერთნენ ღონისძიებაში.

ღონისძიებას დაესწრნენ მიწვეული სტუმრები ქვეყნის პოლიტიკური, სასულიერო წოდების, კულტურული და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: სკოლის აღმასრულებელი დირექტორი: ლალი მელივა; დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი: მარი თაბაგარი; მხატვარ-დეკორატორი: ქეთი დევნოზაშვილი; მუსიკალური გამფორმებელი: ნინო ბიბილური; პროექტის ავტორი: სოფიკო გორგილაძე.

ღონისძიების სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი მარი თაბაგარი შთამბეჭდავი ღონისძიების შესახებ გვესაუბრება.

ადამიანი არ მეგულება, საქართველო უყვარდეს და დღეს აფხაზეთი არ სტკიოდეს. ეს ტკივილი და განცდა რომ მომავალი თაობის ცნობიერებამდე სწორად მივიტანოთ, კონფლიქტის მიზეზები თუ არსებული პრობლემის არსი გავაცნობიერებინოთ, უფროსების მოვალეობაა.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორი, ქალბატონი Lali Meliva ყოველთვის სათანადოდ ზრუნავდა და ზრუნავს ამ საკითხზე.
ამასვე ემსახურება პროექტი ,,რაც ჩვენი ნებით არ დაგვითმია" და დღეს ჩვენს სკოლაში გამართული სპექტაკლი ,,ერთი მუჭა მიწა".
სპექტაკლის მუსიკალური ხელმძღვანელი ნინო ბიბილურია, მხატვარ-დეკორატორი - ქეთი დევნოზაშვილი, პროექტის ხელმძღვანელი - სოფო გორგილაძე, პროდიუსერი - ლალი მელივა, სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი კი მე გახლავართ.
სცენარში გამოყენებული მაქვს ციტატები და ლექსები გურამ ოდიშარიას, დარიკო ფიფიას, ეკა ქაჯაიას, შალვა ბაკურაძის შემოქმედებიდან.
მოსწავლეები ენთუზიაზმითა და დიდი ინტერესით მოეკიდნენ ამ საფრთხილო თემას და შეძლებისდაგვარად, სიღრმისეულად გაიაზრეს ის ტკივილი, რაც მშობლიურ მიწასა და სასაზღვრო მავთულხლართს უკავშირდება.
არცერთი სიტყვა, მოვლენა თუ ფაქტი გადაჭარბებული არ ყოფილა.
სპექტაკლის ბოლოს საკუთარი აზრი გამოთქვეს ჩვენმა საპატიო სტუმრებმა: მწერალმა როსტომ ჩხეიძემ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა.
მშვიდობის სურვილი და სიყვარულის გზავნილი (ენგურს გადაღმა) ჩვენმა მოსწავლეებმა ულამაზესი ფორმით გამოხატეს, სიმბოლურად, ღუნღულა მტრედი გაუშვეს იმ მხარის მისამართით, ,,სიყვარული რომ ჰქვია"...
სპექტაკლის ბოლოს მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ჩვენი სტუმრები, ბოლნისის სკოლის უნიჭიერესი მოსწავლეები პედაგოგებთან და სკოლის დირექტორთან ერთად. ნინო დევნოზაშვილი-შაინიძე დიდი მადლობა მათ სტუმრობისა და უმშვენიერესი მუსიკალურ-ლიტერატურული ნომრისათვის.
კიდევ ერთხელ, მობრძანებისთვის უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ როსტომ ჩხეიძეს, ქალბატონ ნინო ვახანიას, ქალბატონ დარიკო ფიფიას, ეკა ქაჯაიასა და ნინო ფილფანს, რომელმაც მოპატიჟება მიიღო და გადატვირთული დღის რეჟიმის მიუხედავად, ერთი საათი გაატარა დარბაზში..
სპექტაკლი ბატონ გურამ ოდიშარიას ლექსით დავასრულეთ და ახლაც ეს ლექსი იყოს მცირე მიმოხილვის დასასრული:
,,წყურვილო, ჩვენო მეგობარო,
შეარიგე ადამიანები და მხეცები,
ერთი მდინარისაკენ წარუძეხ,
ერთი ხმით აღაღადე წყლის საგალობელი,
წვიმავ, გააერთიანე
მგზავრები და ხეები.
ყინვავ, შეამჭიდროვე ვარსკვლავები
სიყვარულის კოცონთან", - გვიყვება საინტერესო ღონისძიების შესახებ დამდგმელი რეჟისორი.

წყარო: www.etaloni.ge