მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
05 მარტი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა მოსწავლეებმა მათემატიკის ოლიმპიადაზე ასახელეს- დირექტორმა მადლობის წერილი მიიღო

მათემატიკური ოლიმპიადა ,,ევერესტის" შემოქმედებითი გუნდისგან მადლობის წერილი მიიღო ქ. თბილისის წმ. ნინოს სახელობის სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლალი მელივამ. მოგახსენებთ, რომ მიმდინარე სასწავლო წელს თქვენი სკოლის მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს ჩვენს მიერ ორგანიზებულ მათემატიკის ოლიმპიადაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 16 000-მდე მოსწავლე.

მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ შემოქმედებითი გუნდის სახელით, მადლობას გიხდით პირადად თქვენ და თქვენი სკოლის პედაგოგებს გაწეული შრომისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობისას ბავშვებმა გამოამჟღავნეს მათემატიკის ცოდნის მაღალი დონე. მათ სხვადასხვა ტურში წარმატებით ამოხსნეს ოლიმპიადა „ევერესტის“ დამფუძნებლისა და ტელესკოლის მასწავლებლის დაჩი ნანობაშვილის მიერ შედგენილი ათობით ამოცანა.

განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ მოსწავლე: დაჩი გაგოშიძე (მე-2 კლასი, პედაგოგი ქალბატონი ეკა ლომინაძე), რომელიც სამტურიან ოლიმპიადაში ოქროს ათეულში მოხვდა.

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თქვენი სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა არჩევანი შეაჩერეს ჩვენს ოლიმპიადაზე.
ჩვენი გუნდი მზად არის უმასპინძლოს თქვენს მოსწავლეებს საგაზაფხულო სეზონზეც, რომელიც იგეგმება მარტში.
ოლიმპიადა „ევერესტი“ გისურვებთ, რომ თქვენმა მოსწავლეებმა კიდევ მრავალჯერ ასახელონ სკოლა და პედაგოგები!