მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
15 იანვარი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მეორეკლასელი დაჩი გაგოშიძე ქართული ენის ოლიმპიადის გამარჯვებულია

მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო, მოსწავლის წარმატებაა - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მოწაფეები კი პედაგოგებს სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ.

ამჯერად , სკოლაში მეორეკლასელი დჩი გაგოშიძის მიღწევით ხარობენ. მოსწავლემ ბრწყინვალე წარმატება ქართული ენის ოლიმპიადაში მოიპოვა და ასახელა სკოლა, მასწავლებლები და მშობლები.

მოსწავლის მიღწევა განსაკუთრებით საამაყოა მისი მასწავლებლის - ლეილა თვალაბეიშვილისთვის.

,, პირველი ადგილი ჩვენია, გავიმარჯვეთ , ლეიკო მას!"-
ამ სიტყვების გაგონებისას ჩემი გულისცემა, ალბათ, ყველას ესმოდა...
ყველაფერი კი დაიწყო ასე: მეორეკლასელმა დაჩი გაგოშიძემ პირველად მიიღო მონაწილეობა კინგსი საქართველო • Kings Georgia -ს ქართული ენის ოლიმპიადაზე . პირველსა და მეორე ტურში უმაღლესი 100 ქულით შეფასდა და სუპერფინალის ხუთეულში მოხვდა. წარმომიდგენია , რაც ხდებოდა პატარა დაჩის გულში, რამხელა პასუხისმგებლობაა , არ გაუცრუო იმედი მათ, ვისაც შენი სჯერა  ასახელო სკოლა , გაახარო მშობლები და ახლობლები. სუპერფინალშიც გავიმარჯვეთ ...
ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა შრომა გიფასდება  მასწავლებლისთვის მოსწავლის წარმატებაა ყველაზე დიდი ჯილდო .
დღეს უკვე ბანაკში გაემგზავრა დამოუკიდებლად... წარმატებები ჩვენს საოცარ ბიჭს... მიყვარხარ უსასრულოდ  დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ ასახელებ ჩვენს სკოლას".

წყარო: www.etaloni.ge