მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
30 იანვარი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებს ჰიგიენისა და ჯანმრთელობის საკითხებზე სპეციალისტმა ტრენინგი ჩაუტარა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ზოგადი ჰიგიენის საკითხებს. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში აღნიშნულია სკოლების სისუფთავის და ინფრასტრუქტურის გავლენა ჯანმრთელობაზე და ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე. სკოლის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით ყოველწლიურ მონიტორინგს ატარებს. მოსწავლეებს, დაწყებითი კლასებიდან, სისტემატიურად უტარდებათ შესაბამისი სწავლება-ტრენინგები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებულ დელიკატურ თემებზე სწავლებას ატარებს, როგორც სკოლის ექიმი, ცირა მემანიშვილი, ასევე მოწვეული სპეციალისტები.

ამჯერად მე-5, მე-6, კლასის მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარა  ახალგაზრდა ექიმ -მეცნიერთა საზოგადოების წევრმა  სოფიო გოგუამ . სასწავლო ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ მოსწავლეებსა და ექიმ სპეციალისტს შორის გაიმართა ინტერაქცია, დასმული იყო საინტერესო შეკითხვები ჯანმრთელობის საკითხებსა და სწორ კვებაზე.