მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
19 თებერვალი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები საქველმოქმედო პროექტს საკუთარი შემოქმედებით შეუერთდნენ

დღეს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლას ესტუმრა შემოქმედებითი ჯგუფი საქველმოქმედო პროექტით- კულტურისფესვები სკოლებში.
ხელოვნების ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების შემქმნელ- მესვეურება: მაკა სამნიაშვილმა, ნონა პაპაშვილმა, მაია კაცაძემ, ირინა ჯინჭარაძემ და თეა ახვლედიანმა საინტერესო მასტერკლასები ჩაუტარეს სკოლის მოსწავლეებს:
 1. თექის დამუშავებაში;
 2. დეკუპაჟის ტექნიკაში;
 3. სამკაულების დამზადებაში;
 4. დეკორატიული ნივთების დამზადებაში;
 5. ქარგვისა და ლენტებით ქარგვაში.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღო სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა ლალი მელივამ და სახვითი ხელოვნების პედაგოგმა ქეთი დევზონაზაშვილმა.

მოსწავლეები დიდი ინტერესით შეუდგნენ მათთვის სახალისო არტის შექმნას და შედეგითაც კმაყოფილნი დარჩნენ.

ამგვარი მასტერკლასები თითოეულ მოზარდს უქმნის მოტივაციას, საკუთარი შრომით, კრეატიული მიდგომებით მოიპოვონ დამატებითი შემოსავლის წყარო. ჩაატარონ საქველმოქმედო აქციები ორიგინალური ნივთების გამოფენა-გაყიდვის ფორმატით .

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პროექტისა და იდეის ავტორს ნინი ნამგალაურს საქველმოქმედო პროექტში ჩართულიბისთვის.