მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
16 თებერვალი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა Hellados-ის გმირის როლი მოირგეს და „იანგულის დღიური“ შექმნეს

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები ქართულ ლიტერატურას დიდი გატაცებით სწავლობენ. მათ მოტივაციაზე პედაგოგი ლეილა თვალაბეიშვილი ზრუნავს, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობს.

ახლახან, მე-8 კლასელებმა ნოდარ დუმბაძის - Hellados შეისწავლეს, ტექსტის უკეთ გასააზრებლად კი პედაგოგმა მათ იანგულის დღიურის შექმნა დაავალა.

პედაგოგი საინტერესო აქტივობის შესახებ თავად გვესაუბრება.

"შენ გუშინ უბანში შემარცხვინე, ერთი დარტყმით დამსვი...

მე ამ უბნის ყოჩი ვარ და ყოჩად დავრჩები...

შენ რომ ჩემზე დიდი იყო, დაგანებებდი, მაგრამ შენ ჩემზე ერთი წლით პატარა ხარ, ამიტომ ვერ დაგანებებ თავს, უბანში ორი ყოჩი არ შეიძლება, ან შენ უნდა იყო, ან მე...

ამ სიტყვებზე დაყრდნობით, ვთხოვე ჩემს მოსწავლეებს იანგულის გულწრფელი განცდები, ფიქრები გადმოეცათ დღიურის სახით. როგორც ანა ფრანკი ამბობს: "ქარალდი ადამინაზე ამტანია". "იმედი მაქვს, შემიძლია განდო შენ ყველაფერი, განდო ისე, როგორც აქამდე არავის მივნდობივარ, იმედი მაქვს, შენ იქნები დიდი ნუგეში ჩემი", - ანა ფრანკი.

ასე ვანდე ჩემს საოცარ ბავშვებს იანგულის დღიურის შექმნა, იმ გულწრფელი ფიქრებისა და განცდების შესახებ რომელზეც ნოდარ დუმბაძე ტექსტში ღიად არ გვესაუბრება, რადგან მკითხველს, თითოეულ ჩვენგანს მოგვანდო იანგული...

ჩემი მე-8 კლასელები ამ საოცარ პერსონაჟად იქცნენ, მოირგეს მთავარი როლი და გულწრფელი ემოციები, ფიქრები პერსონაჟის დამახასიათებელი მანერით გადმოსცეს. ასე შევქმენით "იანგულის დღიური". საინტერესო აღმოჩნდა თითოეულის თვალით დანახული სოხუმელი ბერძენის ხრისტო ალექსანდრიდის შვილის განცდები", - გვიყვება პედაგოგი.