მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
10 თებერვალი 2024 წელი

საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-5 კლასელები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას მორიგი აქტივობით შეუერთდნენ

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს კიდევ ერთი აქტივობით შეუერთნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-5ბ კლასის მოსწავლეები. კლასის დამრიგებელმა, ნათელიკო ჩხაიძემ, მოსწავლეებს, მათთვის რჩეული მოთხრობებიდან, საინტერესო და დასამახხსოვრებელი ადგილები წააკითხა.
ბავშვები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულები. სწორი მეტყველებისა და მცირეოდენი არტისტიზმის უნარები წარმოაჩინეს.
კითხვა-პასუხის ეპიზოდში გამოავლინეს მოსმენისა და კამათის ხელოვნების უდიდესი შესაძლებლობა, რაც საბოოლოოდ სასურველ შედეგამდე მივიდა : მოსწავლეებმა მათთვის უცნობი ლიტერატურული ტექსტის სრულად წაკითხვის სურვილი გამოიჩინეს .