მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
06 ივნისი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები შემოქმედებით კონკურსზე წარმატებით წარდგნენ

2024 წლის 28 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული  ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსის -„ნახატები ბიბლიურ თემებზე“ 2023 სასწავლო წლის გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება. კონკურსის მსვლელობისას, შემოქმედ კონკურსანტებს წაეკითხათ ამონარიდი წმინდა წერილიდან - ძველი და ახალი აღთქმიდან, რომლის მიხედვითაც შეასრულეს ნახატები. კონკურსანტები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს წარმოადგენდნენ.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებიდან გაიმარჯვა
მე- 4კლასის მოსწავლემ: თეკლა ჩარგეიშვილმა. მას ფულადი ჯილდო გადაეცა.

ნინი ქარელიძეს, ტასო თორდიას, მარიამ მეტრეველს, ელისაბედ ჩხაიძესა და ანასტასია ციცქიშვილს გადაეცათ სამახსოვრო სიგელელები.

კონკურსი - „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ მეთხუტმეტე წელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ტარდება. კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.