გვინდა, გაცნობოთ, რომ წმინდა ნინოს სახელობის სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით, წარმატებით ჩატარდა ტრენინგი მასწავლებლებისთვის პირველადი დახმარების საკითხებზე. ტრენინგი მიზნად ისახავდა ჩვენი პედაგოგების აღჭურვას საჭირო ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით, რაც მათ მომავალში საშუალებას მისცემს, გადაუდებელ სიტუაციებში სწრაფად და სწორად იმოქმედონ.
ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, რომელთა ცოდნითაც თავისუფლად შეძლებენ:
ჩვენი სკოლისთვის პირველ ადგილზე ყოველთვის დგას მოსწავლეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. პედაგოგების ცოდნა პირველადი დახმარების თაობაზე უზრუნველყოფს მეტად დაცულ და უსაფრთხო გარემოს, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება თავდაჯერებულობა და იმედი იმისა, რომ მათ გვერდით არიან კვალიფიციური ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ იმოქმედონ კრიტიკულ მომენტში.
ეს ტრენინგი ჩვენი სკოლის განვითარების ნაწილია. რადგან ვცდილობთ, მუდმივად გავაუმჯობესოთ უსაფრთხოების სტანდარტები და შევქმნათ საუკეთესო პირობები ჩვენი მოსწავლეების განვითარებისთვის.
მადლობას ვუხდით ყველა მასწავლებელს ჩართულობისა და პასუხისმგებლობისთვის!
მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის ექიმ-პედიატრს თამარ ადეიშვილს! პირველადი დახმარების ცენტრი • First Aid Center