5 ივნისს, გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, განხორციელდა აქტივობები მე-5 და მე-9 კლასებში. ჩართული იყო 4 საგნის პედაგოგი (მოქალაქეობა - გური ბაბილოძე, ბიოლოგია - ნათია ხუჭუა, ფრანგული - თეონა ჩაკვეტაძე და რუსა კილაძე, ხელოვნება - ქეთი დევნოზაშვილი).
მე-9 კლასის მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ანთროპოგენურმა ფაქტორებმა გარემოზე. ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობით წარმოადგიმეს პრეზენტაციები, პლაკატები სლოგანით ,, გადაამუშავე ნარჩენები და და არა თავად ბუნება’’. ისაუბრეს მჟავა წვიმებზე, სათბურ ეფექტზე და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინდუცირებულ ორგანიზმებს ბიომრავალფეროვნებაზე. ყურადღება გაამახვილეს რესურსების არაგონივრულ მოხმარების შედეგებზე და ალტერნატიული გზების მოძიების მნიშვნელობაზე.
მე-5 კლასელებმა ბუნებაში შეასრულეს კომპლექსური დავალება ,, ეკო ჟურნალისტი’’, სადაც კოგნიტური სქემის გამოყენებით იმსჯელეს გარემოს დაცვის აუცილებლობაზე.
ხელოვნების გაკვეთილზე დაამზადეს მაკეტები და ნახატები, სადაც ასახეს ადამიანის დადებითი და უარყოფითი ქმედებების გავლენა გარემოზე. მოსწავლეებმა ფრანგულად გააფორმეს სლოგანები.
სკოლოს დირექციის ხელშეწყობით დასუფთავდა სკოლის ტეროტორია და დაირგო ნერგები. ამ დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა.