მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
11 ნოემბერი 2024 წელი

დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმის ჩვენება მე-10 კლასის მოსწავლეებთან

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, გუგა ბენდელიანმა, 21-ესაუკუნისთვის მეტად აქტუალურ თემაზე გამართა დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმის ჩვენება მე-10 კლასის მოსწავლეებთან. ერაყში, სადამ ჰუსეინის მმართველობა მნიშვნელოვანი ეპოქაა. ეს პერიოდი გამოირჩევა ავტორიტარიზმით, რომელიც მოიცავდა ძალაუფლების კონცენტრაციას, პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს.

ამ საკითხთებთან დაკავშირებით პედაგოგმა მოკლე მიმოხილვა შესთავაზა ის ნუ მოსწავლეებს, სადაც ყურადღება გაამახვილა:
1. სადამ ჰუსეინის მმართველობის სტილზე, რომელიც დიქტატორული რეჟიმის მაგალითია. ის აბსოლუტურ ძალაუფლებას ინარჩუნებდა, მკაცრად აკონტროლებდა როგორც სამთავრობო, ისე საზოგადოებრივ სფეროებს.
2.ჰუსეინის რეჟიმი იყენებდა საიდუმლო პოლიციას და რეპრესიებს ახორციელებდა განსხვავებული შეხედულებების მქონე პირების მიმართ.
3. ერაყის მოსახლეობას არ ჰქონდა გამოხატვის, შეკრებისა და სხვა ძირითადი უფლებები. ყოველგვარი ოპოზიციური მოძრაობა მკაცრად ისჯებოდა.
4. მიუხედავად ეკონომიკური რეფორმებისა ჰუსეინის რეჟიმმა განახორციელა გარკვეული ეკონომიკური პროექტები, თუმცა უმეტესობა იმავე კონტროლის გზით ხორციელდებოდა.

მოსწავლეებმა განიხილეს დიქტატორული რეჟიმის პერიპეტიები, ავტორიტარიზმის ნიშნები და მსგავსი წნეხისგან გამოსვლის გზები. დამხმარე ქვეყნების მიზნები და ფარული ინტერესების ასპექტები.

გააანალიზეს ავტორიტარული რეჟიმის გავლენა საზოგადოებაზე და ინდივიდუალურ უფლებებზე.
იმსჯელე, როგორ შეიძლება მსგავსი რეჟიმების დაემხობა და შეაფასეს დემოკრატიის მნიშვნელობა.

დასასრულს, შეაფასეს:

  • ავტორიტარიზმი და მისი მახასიათებლები;
  • ადამიანის უფლებები და მათი დარღვევა სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს;
  • დემოკრატია vs ავტორიტარიზმი - მათი განსხვავებები;
  • ერაყის ომი და მისი გავლენა რეჟიმის ცვლილებაზე.