მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
31 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის შთამბეჭდავი გაკვეთილი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ლეილა თვალაბეიშვილის
მიერ, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო შესასწავლი მასალის თემა: ,,და მე ვიგონებ” ქვესაკითხები:  მოთხრობების ,,ხაზარულასა“ და ,,ჩვენი ჭერმის“ეპიზოდები, პერსონაჟების მოქმედების ადგილი დრო. არსებითი და არა არსებითი დეტალები. მსჯელობა ორივე ტექსტის მთავარ სათქმელსა და პერსონაჟების საქციელზე.

გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეებმა გამოავლინეს ღრმა ცოდნა და ანალიზის უნარი არსებული თემის ირგვლივ.
მასწავლებელმა, ლეილა თვალაბეიშვილმა განსახილველ მასალასთან ერთად შეარჩია შესაბამისი აქტივობები და თვალსაჩინოებები, კერძოდ, ნაძერწი მასალა, რამაც მოსწავლეები სრულად ჩართო საგაკვეთილო პროცესში და სასურველ შედეგს მიაღწია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა არ ყოფილა საგანგებოდ მომზადებული: კერძოდ, წინასწარ გაზეპირებული ფრაზებითა და შეფასებებით გაჯერებული.

გამოკითხვის სტრატეგია იყო წინარე ცოდნასა და კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებული, რასაც ამყარებდა არგუმენტებით მსჯელობა, განსხვავებული აზრის მოსმენის კულტურა, დებატების გამართვის სტრატეგია და ობიექტური დასკვნების გამოტანის უნარი.

მასწავლებელმა მოახერხა თემის ღრმა და ყოვლისმომცველი გაშუქება. მოთხრობის ჟანრის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტის დაფარვა, დაწყებული სტრუქტურიდან, დამთავრებული მხატვრული ხერხებით.

გაკვეთილის მანძილზე მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ მსჯელობაში, ანალიზში და საკუთარი აზრის გამოთქმაში.
მასწავლებელმა გამოიყენა სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობა, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, თამამად გადმოეცათ მიღებული ცოდნა.

გაკვეთილი სრულად შეესაბამებოდა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. რაც ავითარებს მოსწავლეებში კრიტიკულ აზროვნებას, ანალიზისა და შემოქმედების უნარებს.

გაკვეთილი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ლიტერატურის სწავლება გახდეს საინტერესო და მოსწავლეთათვის სასარგებლო.  მასწავლებელმა შეძლო რთული თემის მარტივად და გასაგებად წარდგენა, რამაც მოსწავლეებში ინტერესი გააღვიძა და მათ სწავლისადმი მოტივაცია გაზარდა.