მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
12 თებერვალი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების სივრცეში, კინოს ისტორიაზე ლექცია მოისმინეს

სოციალური საწარმო „კუბი კონტექსტში“ სივრცეა, სადაც იდეები ცოცხლდება, ცოდნა იზრდება და გამოცდილება ახალ ფორმებს იღებს. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლი VIIა და VIIბ კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან – ნინო ბიბილურთან, ირინე კვანჭიანთან და ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთან, ირმა კვანჭიანთან ერთად, დაესწრნენ შემეცნებით ლექციას კინოს ისტორიაზე.

როგორ დაიბადა კინო?
ეს კითხვა, რომელიც თითქოს მარტივი ჩანს, სინამდვილეში ბევრ უცნობ დეტალს მალავს. ლექციის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნენ იმ ექსპერიმენტებს, რომლებმაც სტატიკური ფოტოები მოძრაობაში მოიყვანეს, და აღმოაჩინეს, როგორ დაიბადა კინო, რომელსაც დღეს დიდი ინტერესით ვუყურებთ.
ძმები ლუმიერები – პირველმა „ოპერატორებმა“, რომლებმაც სამყარო მოძრავ კადრებში გამოიხატეს.
ჟორჟ მელიესი – ადამიანი-ორკესტრი, კინოს მაგიის ფუძემდებელი.
ეადვერდ მაიბრიჯი – პიონერი, რომელმაც ფოტოები „გააცოცხლა“.

ლექციას თან ახლდა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, სადაც მოსწავლეებმა ამ ისტორიული ფიგურების ნამუშევრები იხილეს. მათთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა პირველი ფილმების ნახვა, ანიმაციები და ის გასაოცარი ექსპერიმენტები, რომლებმაც კინემატოგრაფის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.

კინო – უდიდესი სათამაშო კაცობრიობის ხელში
ლექციის მსვლელობისას VII კლასელებმა არა მხოლოდ მოისმინეს საინტერესო ფაქტები, არამედ აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. მათ შეძლეს, განესაზღვრათ კინოს სხვადასხვა ჟანრი, გაეაზრებინათ მისი განვითარების ეტაპები იყო შთაბეჭდილებები ემოციურად გაეზიარებინათ, რადგან კინო უბრალო გასართობი არ არის – ხელოვნებაა, რომელიც დროის, კულტურისა და ტექნოლოგიის სინთეზით იქმნება.

ასეთი შეხვედრები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ცოდნას ახალ პერსპექტივაში შეხედონ, გაიგონ, საიდან იწყება ის, რაც დღეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, და, რაც მთავარია, მოტივაცია მიიღონ ახალი აღმოჩენებისთვის.
„კუბი კონტექსტში“ – ადგილი, სადაც ისტორია ცოცხლდება!