თანამედროვე ეპოქაში, სადაც ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, დეზინფორმაციის გავრცელება განსაკუთრებით აქტუალურია. დეზინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს, როგორც სოციალური ქსელების, ისე ტრადიციული მედიის საშუალებით და ხშირად მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განწყობების შეცვლას ან კონფლიქტების გაღვივებას. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით მოზარდებმა შეძლონ ინფორმაციის კრიტიკული გაანალიზება და მედიაწიგნიერების უნარების განვითარება. სკოლა, უერთდება თანამედროვე ეპოქის გამოწვევებს და წელს მედიაწიგნიერების სწავლება, როგორც ფორმალური განთლების ნოვაცია ინერგება სასკოლო თემში.
მედიაწიგნიერების მასწავლებლის სოფიკო გორგილაძის ინიციატივითა და სკოლის აღმასრულებელი დირექტორის- ლალი მელივას მხარდაჭერით, შეიქმნა მე-10 კლასელთა გუნდი, რომელთაც ComCom-ის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ გამოცხადებულ კონკურსზე წარადგინეს სტატია თემაზე : ,,როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას."
საკონკურსო ნაშრომები შეფასებული იქნა კომპეტენტური ჟიურის მიერ და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ოლიმპიადაში მონაწილების დამადასტურებელი სერტიფიკატებით. როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას, დეზინფორმაციის ამოცნობა,
დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ კითხებზე იმსჯელეს საკონკურსო სტატიაში.
1. მონაცემთა წყაროს გადამოწმება;
2. სათაურების და შინაარსის შედარება ;
3. ფაქტების გადამოწმება;
ამ ტიპის ქვეპუნქტების განხილვით, კიდევ უფრო საინტერესო გახდა სამუშაო პროცესი. კრიტიკული აზროვნება მედიაწიგნიერების აუცილებელი ნაწილია. კითხვები, რომელთა დასმაც უნდა შეგვეძლოს, მოიცავს:
აღსანიშნავია, რომ დღეს, სოციალური ქსელები დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი არხია. სტატიის ავტორებმა ამ საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება და შესაბამის პუნქტებად ჩამოაყალიბეს: არ გააზიარონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, გამოიყენონ ფაქტების გადამოწმების პლატფორმები, იზრუნონ ციფრული ჰიგიენის შენარჩუნებაზე, როგორიცაა საეჭვო ანგარიშების ან ბოტების იდენტიფიცირება და ბლოკირება.
მედიაწიგნიერების სწავლება აუცილებელია სკოლებში, რადგან იგი აძლევს ახალგაზრდებს ცოდნას და უნარებს - იყვნენ ინფორმირებული და დაცულები. დეზინფორმაციასთან ბრძოლა არ არის მარტივი პროცესი, სწორი მიდგომებით, კი შესაძლებელია შევამციროთ მისი გავლენა : სიფრთხილით, კრიტიკული ხედვით ვეცადოთ სიმართლის დადგენას.