საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პოეზიის დედოფლის- ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი სახელწოდებით -„მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა“, წარმატებით განხორციელდა.
თეატრალური სტუდია „რამპას“ მიერ წარმოდგენილი დილა განსაკუთრებული სითბოთი და ემოციით იყო გაჯერებული.
სპექტაკლის რეჟისორი მარი თაბაგარი, მუსიკალური გამფორმებელი ნინო ბიბილური,
პროდიუსერი ლალი მელივა და ქორეოგრაფი ნათია ხუჭუა იყვნენ.
ლიტერატურულ სპექტაკლს ესწრებოდნენ ანა კალანდაძის ოჯახის წევრები და სკოლის მოძღვარი სპირიდონ მუმლაძე, რაც დამატებით ელფერს სძენდა საღამოს. თეატრალური კომპოზიციის მეშვეობით მაყურებელმა პოეზიის დედოფლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალები გაიცნო. წამითხული ლექსების ინტერპრეტაცია გულში ჩამწვდომი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
მაყურებლისა თეატრალური სტუდიის ეს შეხვედრა სულიერი სიმდიდრისა და ქართული პოეზიისადმი სიყვარულის ცოცხალ მტკიცებულებად იქცა. ლიტერატურულმა სპექტაკლმა დამსწრეთა აღფრთოვანება და მადლიერება დაიმსახურა.