მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
14 ნოემბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები წმ.გიორგის მამათა მონასტრის ღვთისმსახურების ტრადიციებს გაეცნენ

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სტუმრად იმყოფებოდნენ თელეთის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში. სასკოლო თემის წარმომადგენლები დაესწრნენ წირვას, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საეკლესიო ღვთისმსახურების წესსა და ტაძარში არსებული ღვთისმსახურების ტრადიციებს.

სკოლის მოსწავლეებმა იგალობეს წმინდა საგალობლები, რაც განსაკუთრებული იყო მათთვის. წირვას ესწრებოდა სკოლის მოძღვარი - მამა სპირიდონ მუმლაძე, რომელმაც მოსწავლეებს სულიერი სწავლისა და ქრისტიანული ღირებულებების დამკვიდრების მნიშვნელობა გააცნო.