მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
27 ოქტომბერი 2025 წელი

სკოლის თეატრალური დასის "რამპას" წარმატება ფესტივალზე "მზიანი საქართველო 2025 - საგარეჯო"

23-25 ოქტომბერს საგარეჯოში ფესტივალი ,,მზიანი საქართველო" გაიმართა, სადაც თეატრალებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოიყარეს თავი და სპექტაკლები წარმოადგინეს.

ჩვენი სკოლის თეატრალური დასი ,,რამპა" წელს მაყურებლისა და კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარსდგა სპექტაკლით ,,ერთი მუჭა მიწა", რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი, დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, მარი თაბაგარი გახლავთ, პროდიუსერი - ლალი მელივა, მუსიკალური ხელმძღვანელი - ნინო ბიბილური.

ემოციური, ცრემლითა და იმედით სავსე სპექტაკლის შემდეგ ხელმძღვანელები და მსახიობები დიპლომებითა და სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ. ასევე დასს გადაეცა, ივლისში გამართულ ფესტივალზე მინიჭებული, ნომინაციები:

  • საუკეთესო ლიტერატურული კომპოზიცია - სპექტაკლი ,,ჩემო კარგო ქვეყანავ";
  • საუკეთესო მუსიკალური შესრულება;
  • ქალის საუკეთესო როლი - მარიამ ანთიძე.

საინტერესო სამმა დღემ ხელოვნების სურნელი დაატრიალა და შთაბეჭდილებებით სავსე დაგვაბრუნა სკოლის კედლებში.
ისღა დაგვრჩენია, მადლობა ვუთხრათ ფესტივალის ორგანიზატორებს - თეა დავითაიასა და ხვიჩა ახალაიას და დაველოდოთ როგორც ნომინაციებს, ისე ახალ გამოწვევებს თეატრალური ფესტივალების სახით.