მე-5 კლასის მოსწავლეებმა წარმართეს საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია თემაზე „ცხოველების საბინადრო გარემო“.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაშრომები და მაკეტები, მოუყვნენ თანაკლასელებს სხვადასხვა ცხოველის საცხოვრებელ გარემოზე, მათ ადაპტაციის თავისებურებებსა და ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე.
პრეზენტაცია იყო ცოდნის, შემოქმედებისა და გუნდური მუშაობის შესანიშნავი ნიმუში — ბავშვები დიდი ინტერესითა და შემოქმედებით მიუდგნენ დავალებას და კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების დაცვა და ცხოველების სამყაროს დაფასება.
აქტივობას ხელმძღვანელობდა ბუნებისმეტყველების მასწავლებელი - ლიკა სირანაშვილი. მადლობა მასწავლებელს და ყველა მოსწავლეს საინტერესო, შთამბეჭდავი პრეზენტაციისთვის!