მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
03 ნოემბერი 2025 წელი

შემეცნებითი მოგზაურობა ძველ და ახალ თბილისში

30 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა თამუნა ლაცაბიძესთან (დამრიგებელი) და მარინა ტოხიშვილთან ( ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) ერთად მოინახულეს ძველი და ახალი თბილისის ღირსშესანიშნავი და გამორჩეული ადგილები.

შთამბეჭდავი აღმოჩნდა აბო თბილელის სახელობის ეკლესიისა და მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მონახულება, რომლის უმთავრეს სიწმინდეს წარმოადგენს წმინდა შუშანიკის საფლავი. მოსწავლეებმა გაიხსენეს ორივე წმინდანის ცხოვრება, მოღვაწეობა და თავგანწირვა ქრისტიანობისთვის. ტაძრების მოლოცვის შემდეგ ისინი ეწვივნენ ილიასა და აკაკის ძეგლს რუსთაველის გამზირზე.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს პატრიოტიზმის ამაღლებას, წარსულის პატივსაცემად, მეგობრობისა და სიყვარულის გაღრმავებას, რაც ასე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოყალიბებაში.