ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლის წარმატება ყოველთვის დიდი სიხარულის მიზეზია. როცა შრომა, მონდომება და ცოდნის სიყვარული ერთიანდება, შედეგიც განსაკუთრებულია.
ჩვენი სკოლის მესამე კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ ხულორდავამ, საქართველოს მასშტაბით დააგროვა უმაღლესი ჯამური შეფასება 2025 წლის შემოდგომის სეზონის King’s-ის მათემატიკის ოლიმპიადაში და „თეზერის“ ციფრული ფინანსების ტესტში.
ნიკოლოზის წარმატებას საფუძვლად უდევს მისი დიდი მონდომება და შრომა, რასაც თან ახლდა მისი მათემატიკის მასწავლებლის — ეკა ლომინაძისა და დამრიგებლის - ეკა ბიბილურის — გულშემატკივრობა და მხარდაჭერა. გამორჩეული მიღწევისთვის ნიკოლოზს დიპლომთან ერთად საჩუქრად გადაეცა ლეპტოპი.
გულითადად ვულოცავთ ნიკოლოზს და მის მშობლებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. ვამაყობთ და მომავალშიც ბევრ გამარჯვებას ვუსურვებთ!