მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
04 თებერვალი 2026 წელი

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ჩვენს სკოლაში

4 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, გაკვეთილი განსაკუთრებულად საინტერესო და შთამბეჭდავი გამოვიდა.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ლეილა თვალაბეიშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნებზე და ეწვივნენ ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას.

ბავშვები გაეცვნენ ბიბლიოთეკაში ქცევის წესებს, მოისმინეს გიორგი ლეონიძის ნაწარმოები — „წიგნი“, და ერთად დაფიქრდნენ, რატომ არის წიგნი „ყველაზე კარგი მოსაუბრე“ და „მძიმე ტვირთი, ოღონდ ადვილი სატარებელი“.
გაკვეთილი დატვირთული იყო სახალისო აქტივობებით — გამოცანების კითხვითა და ასობგერების სწორად გადანაცვლებით, რამაც კითხვა კიდევ უფრო საინტერესო გახადა.

მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ
 

  • „სწავლა სინათლეა, უსწავლელობა კი — სიბნელე“,
  • „უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა“,
  • „ცოდნაზე უკეთესი ცისქვეშეთში არაფერია, მას ვერც მოგპარავენ და ვერც წაგართმევენ“,
  • „ცოდნა ხომ თან დასდევს მცოდნელს“.

გაკვეთილი მურმან ლებანიძის ლექსით დასრულდა: „არა ასი და ათასი — წიგნს უქცევია კაცად…“