მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
26 დეკემბერი 2025 წელი

საახალწლო ზეიმი მეორე კლასში

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მეორე კლასის მოსწავლეებმა მაყურებელს გულწრფელი ემოციებითა და ბავშვური სიხარულით სავსე საახალწლო ზეიმი აჩუქეს. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ღიმილი, მხიარული განწყობა და სადღესასწაულო ატმოსფერო, რომელმაც დარბაზი ერთ დიდ ოჯახად აქცია   

ბავშვებმა დიდი სიყვარულითა და მონდომებით წარმოადგინეს თავიანთი ნომრები და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ შემოქმედება და ერთობლივი შრომა საუკეთესო შედეგს იძლევა.

ზეიმი მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა ნინო ბიბილურმა. სცენარის ავტორი ინგლისური ენის მასწავლებელი ანა ხელაიაა, რომელმაც ბუნებისმეტყველების მასწავლებელთან ეთო აფციაურთან ერთად ეს თბილი და შთამბეჭდავი ღონისძიება დადგა.

ეს დღე მეორე კლასის მოსწავლეებისთვის სიხარულით სავსე მოგონებად დარჩება, ხოლო მაყურებლისთვის — საახალწლო განწყობისა და ბავშვური გულწრფელობის ლამაზ მაგალითად