მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
24 აპრილი 2026 წელი

მათემატიკური მოგზაურობა კოსმოსში

ჩვენი სკოლის მე-4ა კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე ნამდვილი კოსმოსური თავგადასავალი მოაწყვეს.    
მასწავლებელ ლალი მელივას ხელმძღვანელობით, პატარა მკვლევარებმა რთული ციფრები საინტერესო აღმოჩენებად აქციეს:

  • დაამუშავეს პლანეტების დიამეტრები;
  • ისწავლეს დიდი რიცხვების დამრგვალება;
  • კოსმოსური მანძილები „ნაბიჯებად“ გადათვალეს და მზის სისტემის მასშტაბები უკეთ აღიქვეს.

შედეგად მივიღეთ სასწაული ნამუშევრები, სადაც მათემატიკური სიზუსტე და ბავშვური ფანტაზია ერთმანეთს იდეალურად შეერწყა. ვამაყობთ ჩვენი ნიჭიერი მოსწავლეებით!