მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
18 მაისი 2026 წელი

„იაკამმა“ ქვეყნის მასშტაბით უდიდეს წარმატებას მიაღწია!

გვინდა, სიამაყითა და სიხარულით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გაგიზიაროთ!
საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების X ეროვნულ კონკურსზე, ჩვენმა სკოლამ უდიდეს წარმატებას მიაღწია!

სკოლის გოგონათა ანსამბლ „იაკამმა“, ნინო ბიბილურის ხელმძღვანელობით, ორივე წარდგენილ კატეგორიაში (B b-2 და C b-2) შესანიშნავად იმღერა და უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.

შედეგმაც არ დააყოვნა – მონაწილეებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს! ვერ აღგიწერთ, რამხელა შრომა, მონდომება და ნიჭი დევს ამ აღიარების მიღმა. თითოეული რეპეტიცია და დაუღალავი მზადება ამ გამარჯვებად ღირდა.

მთელი გულით ვულოცავთ „იაკამის“ თითოეულ წევრს, მათ საოცარ ხელმძღვანელსა და ყველა გულშემატკივარს ამ დიდ წარმატებას.

ბავშვებო, თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რა შეუძლია დაუღალავ შრომასა და საქმის სიყვარულს!
წინ კიდევ ბევრი ლამაზი და შემოქმედებითი მწვერვალია თქვენი უბადლო ნიჭით დასაპყრობი!