ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი. გაეცნენ პარლამენტის შენობისა და ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას, დაათვალიერეს ისტორიული ფოტოები და დოკუმენტები, მოინახულეს პარლამენტში მდებარე ხარების სახელობის ტაძარი და საპარლამენტო დარბაზები.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა განიმტკიცეს და თეორიული მასალა რეალურ გარემოს დაუკავშირეს.
ვიზიტი საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისთვის.