დიდი სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია: ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ნატალი ჩიტაიშვილი, ASSIST-ის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულია!
კონკურსის შედეგად, ნატალიმ მოიპოვა დაფინანსება და მომავალი სასწავლო წლიდან სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ კაროლინაში, O'Neal School-ში გააგრძელებს.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები მთელი გულით ვულოცავთ ნატალის ამ დიდ წარმატებას, ვუსურვებთ საინტერესო გამოცდილებას, ახალ შესაძლებლობებსა და წარმატებულ სასწავლო წელს!
გვჯერა, რომ ის კიდევ არაერთხელ გვასახელებს.